1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ახალი ნერგები შეემატა

აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ხეხილის ახალი ნერგები შეემატა. სანერგეში 5 ჰა მიწის ფართობზე ბროწეულის, კივის, ხურმის, ზეთისხილის, ფეიხოას, ალუნჩის, მოცვისა და კაკლის სხვადასხვა ჯიშის ნერგები გაშენდა. სულ გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა 11 ჰა ფართობისაა. აქედან 3,5 ჰა ფართობზე „საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ საჩუქრად გადმოცემული 4000 მდე ხეხილისა და ვაზის ნერგები გასული წლის მაისში გაშენდა.

გარდა, ნერგებისა გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი ფუქნციონირებს, სადაც ნებისმიერ ფერმერს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უფასო კონსულტაციების მიღება შეუძლია. სანერგეს ტერიტორიაზე იგეგმება ხილის საკონსოლიდაციო საწარმოს ამოქმედება, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს მათ მიერ მოწეული მოსავალი საწარმოში თვითრირებულების ფასად გააშრონ და შეფუთონ. ეს ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარებათ.  რაც შეეხება,  ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებს, რომლებიც სანერგეს ტერიტორიაზეა გაშენებული მიმდინარეობს მათი გამოცდა, რის შემდეგაც დაიწყება ახალი ნერგების წარმოება და ფერმერთათვის შეღავათიან ფასად მიყიდვა. ამჟამად, სანერგეს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.