1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. პროცესში აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებიც  ჩაერთვნენ.  ამ მიზნით ისინი სოფელ პირველ მაისში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით წელს აგრობარათებით შესასრულებელ სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ ასრულებს. უკვე ქედაშია მათი ტრაქტორებიც, რაც მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად და აგროვადებში ჩატარებას უზრუნველყოფს. წლევანდელი სახნავი ბარათებით ფერმერებს მხოლოდ მიწის დახვნა შეუძლიათ, რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს ფერმერები მას საკუთარი ხარჯებით  მოტობლოკებისა და ცოცხალი გამწევი ძალის მეშვეობით შეასრულებენ. ისინი კი, რომლებიც ხვნის ბარათს უკან დააბრუნებენ შესაბამის კომპენსაციას მეორე – ნომინალური ბარათით მიიღებენ.