1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერებისთვის დეფეკაციური ტალახის გადაცემა გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დეფეკაციური ტალახის განაწილება გრძელდება. სულ მუნიციპალიტეტში 2 000 ტონამდე ტალახია შემოტანილი. დეფეკაციური ტალახის შემოტანა რეგიონში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,ფერმერთა მიერ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის გამოყენება“ ფარგლებში მიმდინარეობს.

დეფეკაციური ტალახი - ნიადაგების ქიმიური მელიორაციის ეფექტური საშუალებაა. ის ხელს უწყობს ნიადაგში მჟავიანობის განეიტრალებასა და ნაყოფიერების ამაღლებას, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფერმერთა სავარგულების 90 % საჭიროებს. აჭარის რეგიონში ძირითადათ, ჭარბობს ეწერმიწა და წითელმიწა ნიადაგები, რომლებიც ბუნებრივადაც მომეტებული მჟავიანობით ხასიათდებიან. ზემოთაღნიშნული პროგრამა გრძელდება  და უახლოეს მომავალში  პროგრამით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში  მცხოვრები ფერმერები ისარგებლებს.