1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნიადაგის აგროქიმიური კვლევები ხელვაჩაურშიც მიმდინარეობს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერთა საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების აგროქიმიური გამოკვლევები დაიწყო. ამ მიზნით, აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსი სოფ. ქვედა სამებაში ფერმერ ბიჭიკო ფუტკარაძისა და სოფელ ჩელტაში ზურაბ ბერიძის საკარმიდამო მეურნეობებში იმყოფებოდა. ნიადაგში აზოტის, კალიუმის, ფოსფორის, ჰუმუსის,  სიმკვრივისა და მჟავიანობის გამოკვლევის საფუძველზე სპეციალისტმა ფერმერებს მიწის ნაყოფიერების ასამაღლებლად სპეციალური რეკომენდაციები მიაწოდა. ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა ადგილზე საველე ,,ლამოტის“ ლაბორატორიის საშუალებით ხორციელდება და მისი ღირებულება 30 ლარს შეადგენს.  ის აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში მოქმედებს.