1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის მუნიციპალიტეტში ნიადაგის აგროქიმიური კვლევები დაიწყო

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისი ამოქმედდა, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ნიადაგის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის აგროქიმიკოსმა    ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა ამჟამად, სოფელ ვაიოში რეზო ლორთქიფანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე ჩაატარა, რის საფუძველზეც სპეციალისტმა  ფერმერს მიაწოდა კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ მოუაროს არა მხოლოდ ნიადაგს, არამედ ამა თუ იმ კულტურას უკეთესი მოსავლის მისაღებად. ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს.