1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებს ტრენინგები უტარდებათ

აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებს ტრენინგები უტარდებათ. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში ისინი ისეთ საკითებს ეცნობიან როგორებიცაა ექსტენცია, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ ვასწავლოთ ფერმერებს, ასევე სადემონსტრაციო ნაკვეთების დაგეგმვა და შესრულება. 

ტრენინგი USAID პროექტ „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში (SEAS)“ ფარგლებში მიმდინარეობს. მას აგროსერვის ცენტრის 25-მდე კონსულტანტი ესწრება. ტრენინგის მიზანია კონსულტანტების გადამზადება ქვეყანაში სასოფლო–სამეურნეო დარგობრივი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი კონსულტაციების გაწევა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც ფერმერების ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  

ამ ეტაპზე ტრენინგები ძირითადათ გაცნობითი ხასიათისაა. ტრენინგის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი გამოიკვეთა საკითხები, რომლის შესახებაც USAID გეგმავს დარგობრივი გადამზადების პროფესიული კურსების ჩატარებას, რაც კონსულტანტებს დაეხმარება კონკრეტული, კვალიფიციური რეკომენდაცია-კონსულტაციები გაუწიონ ფერმერებს  ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის. USAID  პროექტი „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს.