1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს აგრობიზნესს პროექტების მომზადებაშიც დაეხმარება

სასტუმრო შერატონში აგროსერვის ცენტრის მმართველობითი, ორგანიზაციული და ფუნქციონალური განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროექტის მიხედვით აგროსერვის ცენტრი აქტიურად ჩაერთვება კოოპერატივების შექმნასა და ფუნქციონერებაში, გაუწევს მათ საბუღალტრო მომსახურებას, მოამზადებს აგრობიზნესს და აგროტურისტული პროექტებს. გარდა ამისა, იგეგმება ფერმერთა სწავლება-კონსულტირების მაშტაბების გაზრდაც. შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული გეგმაც განიხილეს.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროსა და აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აგროსერვის ცენტრის 2014-2018 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა გაეროს პროგრამის ფარგლებში მომზადდა და ამჟამად მუშაობა მის დახვეწა მიმდინარეობს.