ლურჯი მოცვის ნერგები ბათუმის მაცხოვრებლებმაც მიიღეს

„მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის მაცხოვრებლებს ამერიკული ლურჯი მოცვის ნერგები დაურიგდათ. ფერმერებმა 500 ძირი მოცვის ნერგი თანადაფინანსების პრინციპით 1,65 ლარად შეიძინეს.

სულ პროგრამით გაზაფხულისათვის 7 000 ნერგის განაწილებაა გათვალისწინებული, მათ შორის 1 000 ძირი მოცვი უკვე გადაეცათ ფერმერებს ქობულეთში, 2 000 ძირია გამოყოფილი ხელვაჩაურისთვის, 1 000- 1 000 ძირი ქედა-შუახევისთვის და 1 500 ძირი ხულოსთვის. ამავე პროგრამით 7 000-მდე ამერიკული ლურჯი მოცვის ნერგების ფერმერებზე განაწილება საშემოდგომოდაცაა დაგეგმილი.