1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

დეფეკაციური ტალახისა და მოცვის ნერგების დარიგება დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაიწყო დეფეკაციური ტალახისა და მოცვის ნერგების დარიგება. ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 315 ტონა დაფასოებული დეფეკატია განაწილებული სოფლების მიხედვით, რაც შეეხება ლურჯ მოცვს ის 1000 ძირის ოდენობით რამდენიმე ათეულობით ფერმერს გადაეცა. შემდეგი კვირისთვის კივის, ხურმისა და კაკლის ნერგების დარიგებაც იგეგმება. სულ სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონში 6 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები გარდა ნერგებისა და დეფეკაციური ტალახისა მოტობლოკებს, ფუტკრის სკებს, თაფლის საწურ პარატებსა და სასათბურე კონსტრუქციებს შეიძენენ. აპრილის ბოლომდე ფერმერები დარჩენილი პროგრამებითაც ისარგებლებენ.

ზემოთდასახელებული  პროგრამების განხორციელებაში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად  აქტიურად არიან ჩაბმული ქობულეთის  საინფორმაციო- საკონსულტაციო  სამსახურის თანამშრომლები.