1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ფერმერები აგრო-ტურზე წაიყვანა

„აგროსერვის ცენტრი“-მა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეირჩეული ფერმერული მეურნეობების მფლობელებს აგრო-ტური მოუწყო. ერთდღიანი ტურის ფარგლებში ფერმერებმა საქართველოს მაშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული წამყვანი საწარმოები და სანერგე მეურნეობები მოინახულეს. ტური სენაკიდან მეცხოველეობის ფერმა „უნიფარმა“-ს დათვალიერებით დაიწყო და მცხეთაში საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში დასრულდა. აგრო-ტური ხელს უწყობს ფერმერებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ნოვაციებს გაეცნონ. გარდა ამისა, ის ფერმერთა მიერ ახალი კონტაქტების შეძენასაც ემსახურება, რაც სამომავლოდ ფერმერული კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვისაა მნიშვნელოვანი.
პროექტი „აგრო–ტური მცირე ფერმერთათვის“ „ENPARD AJARA-სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროგრამის ფაგლებში ფინანსდება.