1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერები ციტრუსის მოსავალსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დააზღვევენ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტების ორგანიზებით სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი“ ჰოლდინგის წარმომადგენლები ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას ციტრუსოვანთა მოსავლისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევა შესთავაზეს და დეტალურად განუმარტეს ხელშეკრულების პირობები, დაზღვევის ღირებულების გამოთვლისა და ანაზღაურების პრინციპები, რომლის შემდეგაც რამდენიმე ფერმერმა კომპანიაში დაზღვევის სურვილი გამოთქვა.