1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ფერმერული მეურნეობების მონახულებას

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები აგრძელებენ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მეურნეობების მონახულებას. ამჯერად, ისინი ფერმერ მზევინარ შერვაშიძის ბოსტნეულის სათბურში იმყოფებოდნენ, რომელიც სოფელ ფერიაში მდებარეობს. 350მ2 ფართობზე განთავსებული სათბური, რომელშიც ფერმერს მის მიერ გამოყვანილი პამიდვრის ნერგები აქვს გაშენებული თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა პრობლემაა ფირი, რომლითაც სასათბურე კონსტრუქციაა გადახურული. ფირის დაზიანების გამო ნარგავებში გავრცელებულია სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადებები, რის გამოც ფერმერი პამიდვრის მოყვანას მხოლოდ სეზონზე ახერხებს. მისი შეცვლის შემთხვევაში კი ის პროდუქციის წარმოებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.