1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მეფრინველეობის ფერმაში იმყოფებოდნენ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ნიაზ აბულაძის მეფრინველეობის ფერმა მოინახულეს. ფერმერი სპეციალისტებს წიწილებში არსებული პრობლემის გარკვევისა და  შესაბამისი კონსულტაციების მიღების მიზნით დაუკავშირდა. როგორც გარეგნული დათვალირებისას გაირკვა  მეფრინველეობის ფერმაში წიწილებს კანის დაზიანებები აღენიშნებათ. მდგომარეობის შესწავლისას გამოირიცხა „ფრინველის ყვავილი“ და პარაზიტები, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასადგენად  „აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა ფერმერს ვეტერინარული ლაბორატორიის გამოყენება ურჩიეს.

ნიაზ აბულაძე ფერმაში ბროილერის ჯიშის ქათმის წარმოებას  ეწევა. მას ერთი დღის ასაკის წიწილები ქუთაისიდან შემოჰყავს. ფრინველი განთავსებულია კაპიტალურ შენობაში, რომელიც რამოდენიმე სექციისაგან შედგება  და შეესაბამება ზოოტექნიკურ და ვეტერინარულ მოთხოვნებს. ამჟამად, ფერმაში ორი ასაკობრივი ჯგუფის  1000 ფრთა ფრინველია მოთავსებული.