1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოტობლოკები დაათვალიერეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფელ შარაბიძეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებით შეძენილი  მოტობლოკების მფლობელი ფერმერები მოინახულეს. სპეციალისტები ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკითხებს გაეცნენ. როგორც საუბრისასა გაირკვა, ფერმერებს, რომლებიც იცავენ მოტობლოკების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის წესებს, ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში აქვთ, ხოლო იმ მოქალაქეების მოტობლოკები, რომლებიც  რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს მწყობრიდან ვადაზე ადრე გამოდის.  

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მობილურ ტექნიკაზე მომუშავე მექანიზატორებსა და მოტობლოკების მფლობელ ფერმერებს ტექნიკის ექსპლუატაციისას  მუშაობის უსაფრთხოების წესები და მათი მოვლა-შენახვის პირობები გააცნეს.

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა ასევე მოინახულეს სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი“-ს სატრაქტორო პარკი. გაერთიანება  ბელორუსის ტიპის სხვადასხვა მოდელის 7 ტრაქტორს ფლობს, რომლებიც  მექანიზატორებთან ინახება და ტექნიკურად ყველა გამართულია.