1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქობულეთის საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ჯიხანჯურის მაცხოვრებლებს ხვდებიან

ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები დაბა  ოჩხამურში  ჯიხანჯურის დასახლებაში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამები გააცნეს.

გარდა ამისა, ინფორმაცია მიაწოდეს მეცხოველეობის სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, აცრების აუცილებლობის  და პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების  უპირატესობის  შესახებ. სპეციალისტებმა ფერმერებს ასევე გაუწიეს კონსულტაციები ციტრუსოვან კულტურებში მიმდინარე დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ.