1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ

„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში  UNDP-ის პროექტის ფარგლებში მუშაობენ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლებს შეხვდნენ. მათ რწმუნებულებს „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა გააცნეს.

არატრადიციული კულტურები, პერესპექტიული ჯიშების სამეურნეო დახასიათება, მათი განვითარების პერპექტივები, ცხოველთა ჰიგიენა -ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტები ფერმერებს 6 თვის განმავლობაში გაუწევენ კონსულტაციებს. მუნიციპალიტეტის გამგებლებმა კი კონსულტანტების ფერმერებთან შეხვედრების ორგანიზება უნდა უზრუნველყონ.

UNDP-ის პროექტის ფარგლებში დასაქმებული სპეციალისტები ფერმერებთან შეხვედრებს შემდეგი კვირიდან დაიწყებენ.