1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

დაავადება პიროპლაზმოზის შემთხვევები სოფელ ჯოჭოში

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ქვედა ჯოჭოში მსხვილი რქოსანი პირუტყვი მოინახულეს, რადგან მიღებული ინფორმაციით სოფელში  ადგილი ჰქონდა საქონლის დაცემის ფაქტებს.

დაავადების კლინიკური ნიშნების დახასიათებისას სპეციალისტებმა ეჭვი დაავადება პიროპლაზმოზე მიიტანეს. პიროპლაზმოზი  სისხლის პარაზიტული დაავადება, რომელიც წველადობის დაქვეითებით, მაღალი ტემპერატურით, სიყვითლითა და  ფილტვების შეშუპებით ხასიათდება, რაც საბოლოოდ პირუტყვის სიკვდლის იწვევს. სოფელ ქვედა ჯოჭოში ვეტ ექიმის დრულად ჩარევის შემდეგ პირუტყვი შესაბამის მკურნალობას დაექვემდებარა და გადარჩა, თუმცა რამდენიმე ფერმერს დაგვიანებული მკურნალობის გამო საქონელი დაეღუპა.

„აგროსერვის ცენტრის“ სპეციალისტებმა მოსახლეობას დაავადების კლინიკური ნიშნები გააცნეს და პირველადი დახმარების ის საშუალებები აუსხნეს, რომლითაც ვეტექიმის მოსვლამდე უნდა იხელმძღვანელონ. სპეციალისტებმა ფერმერებს ურჩიეს, რომ სხვა დაავადებების, კერძოდ კი თურქულისა და ციმბირის წყლულის  თავიდან აცილების მიზნით პირუტყვს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარონ, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ მიმდინარეობს.