1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ნიადაგის აგროქიმიური კვლევის პროცესში ერთვებიან

ნაყოფიერების განსაზღვრის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიადაგის აგროქიმიურ კვლევებს იწყებს. ნიადაგის ნიმუშებს ბათუმის უბნებში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის  „ანასეული“ სპეციალისტები  უკვე ერთი კვირაა იღებენ. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემდგენლობაშიც  აგროსერვის ცენტრის ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებიც შედიან.  

ნიადაგის აგროქიმიური კვლევები რამდენიმე თვის წინ ხელვაჩურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა. კვლევის პირველი შედეგები მაშინ  მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ გააცნო.

აჭარის რეგიონში ნიადაგის აგროქიმიური კვლევები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ბათუმის ტეროტორიულ ორგანოებში აღებული სინჯების პასუხები  15 აგვისტომდე იქნება ცნობილი, რომლის საფუძველზეც ფერმერებს რეკომენდაციები გაეწევათ ნიადაგის ნაყოფიერების შესახებ.

ბათუმის შემდეგ ნიადაგის აგროქიმიური კველევები მაღალმთიან აჭარაში გაგრძლედება. საერთო ჯამში  რეგიონის მაშტაბით 2000-მდე სინჯი იქნება აღებული, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების კუთხით ზოგადი სურათის შექმნას შეუწყობს ხელს.