1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „თურქული“-ს ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან

შუახევის მუნიციპალიტეტში დასრულების ფაზაშია ინფექციური დაავადების „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა, რომელსაც   საქართველოს მასშტაბით „სურსათის უვნებლობის, ვეტერენარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტო“ ახორციელებს.     ვაქცინირების პროცესში შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ვეტერინარმა არჩილ შაინიძემაც მიიღო მონაწილეობა. რადგან ზაფხულის პერიოდში პირუტყვის ძირითადი ნაწილი მთის საძოვრებზე იმყოფება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  ვაქცინაცია ისეთ მთის საძოვრებზე ჩაატარა, როგორიცაა  მერიაყელი, შუაიაილა, შედრეკილი, კატრიანი, ყავრიანი, სადაც სულ 3000-მდე  მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა.

ვაქცინაციის მიმდინარეობისას შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ვეტერინარი მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა და მათ იმ საშიშროებებს განუმარტავდა, რომელიც  პირუტყვის დაავადების შემთხვევაშია მოსალოდნელი.

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტები მოსახლეობის ინფორმირებას დაავადება „თურქული“-ს შესახებ ვაქცინაციის პროგრამის დასრულებამდე გააგრძელებენ.