1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ ფერმერთა კონსულტირებას

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ზესოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კონსულტანტებმა აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესახებ ისაუბრეს და ფერმერებს საშემოდგომოდ ჩხავერის ჯიშის ყურძნის ნერგით მომარაგების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა მოსახლეობას მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის „თურქულის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზეც ესაუბრნენ, რომელსაც  სახელმწიფოს დაფინანსებით „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტო“ ახორციელებს. შეხვედრაზე სპეციალისტებმა ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილეს, რაც  პირუტყვის ვაქცინაციისაგან თავის არიდებას  ახლავს თან.

შეხვედრის დასასრულს აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახალოებას მეთოდოლოგიური რჩევები მიაწოდეს სხვადასხვა კულტურების მოვლა-მოყვანის, მავნებელ-დავადებებთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებებსა და მათი გამოყენების წესებთან დაკავშირებით.