1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვას

ხელვაჩაურის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახური აქტიურადაა  ჩართული  ცალკეულ თემებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვის პროცესში.  ისინი ფერმერებს კონსულტაციებს უწევენ, თუ როგორ შეავსონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარიგებული სააღრიცხვო ფორმები და ცხრილები საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების, ნარგავებისა და მათგან მოსალოდნელი მოსავლიანობის, სასოფლო სამეურნეო საწარმოების, წარმოებული პროდუქციის, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის, შინაური ცხოველების, საკალმახე მეურნეობების და  ფუტკრის ოჯახების შესახებ არსებული ინფორმაციებით.

ამ მიზნით აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მახინჯაურის, ორთაბათუმისა და თხილნარის თემებში იმყოფებოდნენ, ხოლო ახალშენის, ფერიის, კირნათის, ჭარნალისა და სხვა თემის შესაბამის სპეციალისტებს საკონსულტაციო სამსახურშივე გაეწიათ სათანადო კონსულტაციები.  

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების გარდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვის პროცესში აგროსერვის ცენტრის დანარჩენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებიც არიან ჩართულები.