1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი მოიალაღეებს ხვდება

აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე და მეცხოველეობის განყოფილების უფროსი გიორგი შერვაშიძე გოდერძის უღელტეხილზე მცხოვრებ მოიალაღეებს შეხვდნენ. მათ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს ხულოს რაიონში პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ამოქმედების შესახებ. ფერმერებს განემარტათ თუ რა უპირატესობა გააჩნია ხელოვნურ განაყოფიერებას პირუტყვის ჯიშთგანახლებისა და გაუმჯობესების საქმეში. მათ ფერმერებს ასევე გააცნეს აგროსერვის ცენტრის საქმიონობა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტები.

შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი რაიონში ვეტერინარის არ არსებობას უჩივიან. მათ კმაყოფილება გამოხატეს ხულოში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ამოქმედების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ფერმერებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.