1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები საბანკო სექტორის წარმოადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანი „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროქტის ფარგლებში გასაცემი სესხების პირობებისა და ცალკეულ ბანკებში ამ მხრივ არსებული ვითარების გარკვევაა.  თავდაპირევლად ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „ლიბერთი ბანკი“-ს ბათუმის რეგიონალური ფილიალის წარმომადგენელებს შეხვედნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტის სამივე კომპონენტის პორტფელისა და გაცემული სესხების ოდენობა, ასევე კრედიტის უზრუნველყოფის საკითხები და მისი გაცემის პირობები. არაფორმალური შეხვედრისას ყურადღება პოტენციურ ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებზე, კრედიტის თანხის ოდენობაზე, ვადასა  და საპროცენტო განაკვეთზე, ამასთანავე სესხის დაფარვის პირობებსა და კრედიტის შეწყვეტის მიზეზებზე გამახვილდა.  საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებთა შეხვედრების შემდეგ ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შესახებ ფერმერთა კონსულტირებას გეგმავს.