1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის ძველ უბანს ესტუმრნენ

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი შეხვედრა  ბათუმის ძველი უბნის ტერიტორიაზე გამართეს. შეხვედრაზე საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ კომპეტენციების, ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების გზებზე ისაუბრეს. კონსულტანტებმა მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამები და მათ განხორციელებაში ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის როლი გააცნეს. მოქალაქეთა დაინტერესება ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროექტით ფერმერთა უზრუნველყოფამ და ვეტერინარიის კუთხით რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებმა გამოიწვია. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას დახმარება და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარება შესთავაზა.