1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გარემოს დაცვის დღე „აგროსერვის ცენტრ“-მა გამწვანების აქციით აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-მა ბენზეს დევნილთა დასახლებაში გამწვანების აქცია მოაწყო.  აქციაში  „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლები და სტუდენტები იყვნენ ჩართულები. მათ დევნილთა დასახლებას კლიპტომერიის ათეულობით  ნერგი შემატეს.

„აქ ახალი დასახლებაა და როგორც ვხედავთ ჯერ-ჯერობით გამწვანებული არ არის., ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ აქციის ფარგლებში აქაურობა გაგვემწვანებინა და ახალი ნარგავებით გაგველამაზებინა,“ განაცხადა „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ.