1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების გასვლა რუსთაველის უბანში

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები რუსთაველის უბნის მოსახლეობას გააცნეს. შეხევედრაზე, ასევე ისაუბრეს  აჭარისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ 2013 წელს  განხორციელებულ და განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამებზე. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტმა, მისი მიღების გზებმა, ასევე უპატრონო ცხოველების, სხვადასხვა მღრღნელებისა და მწერების უვნებელყოფის საკითხებმა გამოიწვია.  საუბარი ასევე შეეხო საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებას, ხაზი გაესვა მის უპირატესობას ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით და ამ მიმართულებით უცხოური გამოცდილების გაზიარებას.