1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აჭარისწყალს სტუმრობდნენ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და ხელოვნური განაყიფიერების გზით მისი პროდუქტიულობის გაზრდის პერსპექტივები აჭარისწყლის თემის მოსახლეობას გააცნეს. მათ ფერმერებს  „აგროსერვის ცენტრში“ არსებული საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მისი გამოყენების უპირატესობები აუხსნეს.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციასა და ფერმერული გაერთიანებების როლზე სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. შეხვედრა ძირითადათ გაცნობით ხასიათს ატარებდა. ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას სამსახურის  ფუნქციონირების სპეციფიკა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამები გააცნეს.