1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მაჭახელაში

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  თანამშრომლები  მაჭახელას თემში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. „აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა  ინფორმაცია ფერმერებს ნიადაგის აგროქიმიური კვლევის მიზნით კარტოგრამების შედგენის მნიშვნელობაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა გამოკვლევისა და დიაგნოსტიკისთვის პრევენციული ღონისძიებების დროულად ჩატარების აუცილებლობაზე მიაწოდეს.  შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სარეველა მცენარეებით გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების გზები და მინერალურ სასუქებთან, ქიმიკატებთან უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის აუცილებლობა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას „აგროსერვის ცენტრ“-ში არსებული საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ფუნქციონირების სპეციფიკაც გააცნეს.