1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები თხილნარის მოსახლეობას შეხვდნენ

21 მაისს, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები თხილნარის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. კონსულტანტებმა ფერმერებს სხვადასხვა სახის ინფრომაცია მიაწოდეს რაიონში ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი განახლებისა და მეფუტკრეობის  განვითარების პრესპექტივების შესახებ. შეხვედრისას ასევე შეეხნენ აგროსესხებისა და სასაოფლო-სამეურნეო ბარათების მიღების  საკითხსაც. ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური თხილნარს პირველად სტუმრობდა,  ამიტომ შეხვედრა ძირითადათ გაცნობითი ხასიათის იყო.