1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შეხვედრა მოსახლეობასთან

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქედის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი შეხვედრა დოლოგნის თემის   მოსახლეობასთან გამართეს. მათ ინფორმაცია ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროგრამებზე მიაწოდეს. დოლოგნის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული კმაყოფილება ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში თანადაფინანსების პრინციპით მოსახლეობამ  460 ათასამდე ჩითილი შეისყიდა, რამაც თავდაპირველ მოთხოვნას ბევრად გადააჭარბა. შეხვედრაზე ფერმერები სოფელში არსებული  ჩაის პლანტაციების აღდგენის ინიციატივით გამოვიდნენ.  აჭარის რეგიონში გავრცელებული სოფლის მეურნეობის კულტურებიდან დოლოგანში ძირითადათ, ჩაი და  სოფლის მეურნეობის ერთწლიანი კულტურებია გავრცელებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩაის აღდგენის შემთხვევაში მათ ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ.