1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“ მიმდინარე კონკურსი დასრულდა

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-ში მიმდინარე გასაუბრების შედეგები ცნობილია.  კომისიამ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში არსებულ 10 ვაკანტურ ადგილზე შესაბამისი კანდიდატურები უკვე შეარჩია.  გასაუბრებაზე, რომელიც „აგროსერვის ცენტრი“-ს ოფისში 17 მაისს დილიდან მიმდინარეობდა, კონკურსანტებს პროფესიულ ცოდნაში ამოწმებდნენ. სპეციალური კომისია,  რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდიულ მესხიძე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და “აგროსერვისე ცენტრი“-ს თანამშრომლებისგან იყო დაკომპლექტებული. გასაუბრებაზე კონკურსანტები კომისიის წევრების მიერ დამოუკიდებლად ფასდებოდნენ.  საბოლოო გადაწყვეტილება, მათი შერჩევისას კი ქულების შეჯამების შედეგად იქნა მიღებული.

კონკურსი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში 16 აპრილს გამოცხადდა.  10 ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადი 56-მა პრეტენდენტმა შემოიტანა.  საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ახალი თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობდა. 

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ახალი თანამშრომლები მოვალეობის შესრულებას 1 ივნისიდან შეუდგებიან.