1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა შეხვდრა ჯავახიშვილის ქუჩაზე გამართა

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურის ფუნქციონირების სპეციფიკა და სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამები ამჯერად ჯავახიშვილის უბნის მაცხოვრებელებს გააცნეს.  მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები, უპატრონო ძაღლებისთვის სახელმწიფო თავშესაფრის აშენება ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლებმაც მოსახლეობის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.  ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ კონსულტირება საინფორმაციო სამსახურის აგრონომმა და ვეტერინარმა გაუწია. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს ქ. ბათუმის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებთან მომავალშიც გააგრძელებს.