1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სტუდენტები „აგროსერვის ცენტრ“-ში პრაქტიკებს გაივლიან

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-ში პრაქტიკებს 6 სტუდენტი გაივლის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ბუღალტრული-აღრიცხვისა და საფინანსო ანგარიშგების განყოფილებაში, ქ. ბათუმისა და ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში  გაივლიან.  სადაც ერთი თვის განმავლობაში აიმაღლებენ პროფესიულ დონეს.