1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბონი-გოროდოკის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი შეხვედრა  ბონი-გოროდოკის უბნის მოსახლეობასთან გამართეს. შეხვედრა  ძირითადათ გაცნობით ხასიათს ატარებდა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებისა და რეგიონში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი უბნის მცხოვრებლებმა  აჭარის სოფლის მეურენობის სამინიტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში „ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“  პროგრამის მიმართ გამოხატეს. შეხვედრას ბონი-გოროდოკის უბნის რწმუნებული და გამგეობის თანამშორმლებიც ესწრებოდნენ.