1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნიადაგის გაწმენდითი სამუშაოები გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელობის ინიციატივით, გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ჩატარდა ნიადაგის გაწმენდითი სამუშაოები. ნიადაგის პალნტაჟური წესით მოხვნის შემდეგ, ტერიტორია გაიწმინდა ჩაის ბუჩქისა და სხვა ხე-მცენარეების ფესვებისაგან. მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომლები. მინისტრის განცხადებით შესაბამის აქციას ექნება პერმანენტული ხასიათი. გაწმენდითი სამუშაობის შემდეგ 11 ჰექტარ მიწის ფართობზე 17 ჯიშის ვაზისა და სხვადასხვა სახეობის ხეხილის საკოლექციო მეურნეობის მოწყობა იგეგმება. ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, 10 დღეში აღნიშნულ მონაკვეთზე 3000 ნერგი დაირგვება და სამუშაოებზე 15 ადგილობრივი დასაქმდება.