1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქალაქ ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქალაქ ბათუმის საინფორმაციო-საკონსულ­ტაციო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ქ. ბათუმის მერიის  ტერიტორიული ორგანო კახაბრის უბნის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებს. კონსულტაცია გაეწიათ საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტურად ჩატარების, მინირალური სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო ბარათების უზრუნველყოფისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პრიორიტეტულობის საკითხებში. ასევე დიდი ინტერესი გამოიხატა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილე მოსახლეობამ დადაბითად შეაფასა საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურების დღევანდელი აუცილებლობა და მზადყოფნა გამოთქვა მჭრიდო თანამშრომლობისათვის.