ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში კონკურსი გამოცხადდა...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –,,აგროსერვის ცენტრი’’ აცხადებს კონკურსს საკონსულტაციოსაინფორმაციო სამსახურებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

1) კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

 – ქ. ბათუმი – სამსახურის უფროსი;

– ქობულეთის მუნიციპალიტეტი – აგრო–ინჟინერი, ფინანსისტი;

– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – აგრო–ინჟინერი;

– ქედის მუნიციპალიტეტი – აგრონომი, ვეტერინარი;

– შუახევის მუნიციპალიტეტი – სამსახურის უფროსი, აგრონომი, ვეტერინარი,     ფინანსისტი.

2.კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.

3. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ – საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდე­გი  საკვალი­ფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უმაღლესი განათლება (აგრონომი)

ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;

გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლის;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (  Microsoft word, internet, e mail, excel).

4. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის - (აგრონომი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგე­ნილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება (აგრონომი)

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები  ( Microsoft word, internet, e mail).

5. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეცია­ლისტის - (ვეტერინარი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება (ვეტერინარი ექიმი, ზოოტექნიკოსი)

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები ( Microsoft word, internet, e mail).

65. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის - (აგრო-ინჟინერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგე­ნილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება (აგრო-ინჟინერი)

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები ( Microsoft word, internet, e mail )

7. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის - (ფინანსისტი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დად­გენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება (ფინანსისტი)

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, Excel, internet, e mail).

8. ა(ა)იპ - ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულე­ბის  დამტკი­ცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილება.

თ) ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N83 ბრძანება.  

9. მონაწილეთა შერჩევა გაიმართება  სამ ეტაპად. პირველი ეტაპზე იქნება ტესტირება მე-8 მუხლით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, მეორე ეტაპზე იქნება კომპიუტერული პროგრამების ცოდან, მესამე ეტაპი გაიმართება გასაუბრების ფორმით, ტესტირება მე-7 მუხლით დადგენილ ზოგადი თემატიკის ცოდნაში.

10. კონკურსში გავლის მსურველმა კანდიდატმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში  ვაკანტური თანამდე­ბობის  დასაკავებლად  საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) CV ან ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დიპლომის ასლი;

დ) 1 ფერადი ფოტოსურათი (3/4).

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  დიპლომისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი. ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დედანი დაუბრუნდება კანდიდატს. 

11.კონკურსში გავლის მსურველმა კანდიდატმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბატუმისა და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადება შეიძლება შეიტანოს მხოლოდ ერთ ტანამდებობაზე.

12.განაცხადები მიიღება ყოველდღურად (შაბათ კვირის ჩათვლით) 2013 წლის 16 აპრილიდან  2013 წლის 30 აპრილის ჩათვლით, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიუ­ლი პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ –  შენობაში. მის:  ქ. ბათუმი, გოგებაშ­ვილის ქ. №46ა  II სართული. ტელ: 27-98-00

ადმინისტრაცია