1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის ციტრუსოვნების სადედე–საკოლექციო და სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა ახალი და პერსპექტიული ჯიშების გამოსაყვანად ტრიფოლიატის საძირეების ამოღება და მათი პოლიეთილენის პარკებში გადარგვა დაიწყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა–ხუცუბნის ტერიტორიაზე ხეხილისა და ვაზის სადედე–საკოლექციო და სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ნიადაგის ძირითადი დამუშავების (პლანტაჟი) შემდეგ ნაკვეთი დაიფარცხა კბილანა და თეფშებიანი ფარცხით. მომზადდა ნაკვეთი მომდევნო აგროტექნიკური ღონისძიების, ორგანულ–მინერალური სასუქებისა და დეფეკაციუტი ტალახის შესატანად და ნიადაგის 25–30 სმ. სიღრმეზე მოსახნავად.