1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“–ს მიერ გამოცხადებულ საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში დასაქმების მსურველთა კონკურსში განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დასრულდა. შემოსული დოკუმენტაციების მიხედვით  კონკურსში მონაწილეობაზე სურვილი 188 კონკურსანტმა გამოთქვა, აქედან საკონკურსო კომისიამ საკვალიფიკაციო მონაცემების მიხედვით 134 კონკურსანტი შეარჩია. კონკურსის პირველი ეტაპი პრეტენდენტების სიმრავლის გამო ჩატარდება სამი დღის განმავლობაში, კერძოდ მიმდინარე წლის 13 მარტს 15–სთ–ზე – 50 პრეტენდენტი, 14 მარტს 16–სთზე – 25 პრეტენდენტი, ხოლო 15 მარტს 13–სთ–ზე – 50 პრეტენდენტი. კონკურსი პირველი ტური ჩატარდება ქ. თბილისში გორგასლის 24 –ში მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ხოლო შემდგომი ეტაპები კომპიუტერული ცოდნა და გასაუბრება ჩატარდება ქ. ბათუმში გოგებაშვილის ქ. № 46ა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“– შენობაში.