1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

კონკურსში გამარჯვებულმა სპეციალისტებმა გადამზადების კურსები გაიარეს...

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების კონკურსში გამარჯვებულმა 17–მა სპეციალისტმა კახეთში, სოფ. ტიბაანში  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფირების სპეციალისტთა გადამზადების ცენტრში 5 დღიანი ტრენინგი გაიარეს. გადამზადებული სპეციალისტები დასაქმდებიან ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“–ს ფურის ხელოვნური განაყოფიერების სადგურებში მუნიციპალიტეტების მიხედვით. სპეციალისტებს სათანადო სერთიფიკატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა ზაურ ფუტკარაძემ გადასცა.