1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით.

წარმოდგენილი თემები:

1. საქართველოში მეცხოველეობის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები;

2. ცხოველთა ინვაზური დავადებები (ფასციოლოზი, დიქთიოკაულოზი) და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები;

3. სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები. ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა;

4. ციტრუსოვანთა და ხეხილის ბაღებში ბაქტერიული ნეკროზისა და სხვა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების შესახებ;

5. ციტრუსის ნაყოფისა და ხილ–კენკროვნების, კრეფის, დაფასოებისა და გადამუსავების თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა „აგროსერვის ცენტრის“ ნაყოფის გადამუშავების კონსოლიდირებული საწარმოს მაგალითზე (გეგმები პერსპექტივა და სერვისი).