საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გუმუშანეში, 17-18 თებერვალს გამართულ „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკის, საქართველოს და რუმინეთის სახელმწიფოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ:
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC - ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA - აკაკი ბერიძე, პრეზიდენტი).
ორგანიზაცია IBDIPC-ის თავჯდომარემ, ზვიად ელიზიანმა პრეზენტაცია გამართა ქართული ადგილწარმოშობის პროდუქტების (Geographic Iindications) მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაციის და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმების შესახებ.
კონფერენციაზე, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონში წარმოებული პროდუქტები.
საქართველოს დელეგაციის მიერ, საგამოფენო კუთხე მოეწყო აჭარის ა.რ. წარმოებული სხვადასხვა ნატურალი პროდუქციით.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო - ვაჟა დავითაძის მარანი, შ.პ.ს. „ბალა ვილიჯი“ - ს მიერ წარმოებული ღვინო, კომპანია „კერკი“ - ს ჩირი, ჩურჩხელა, „ნინოს მშრალი ხილი“, შ.პ.ს. „ჯეოსოია“ - ს მიერ წარმოებული ტოფუ, შ.პ.ს. „სფაისი ჯორჯია“ - ს ტყემალი, საწებელი, აჯიკა, ჩაი - „ქართული არომატი“.
კონფერენციის ფარგელბში დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი პროდუქტების საწარმოები და ტურისტული ლოკაციები დაათვალიერეს.
აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო - „DOKA“ (თურქეთი) , ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი), საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი „ IBDIPC“ (საქართველო) - ის ორგანიზებით, მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ქ. ბათუმში გაიმართება.