1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
✅ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გუმუშანეში, 17-18 თებერვალს გამართულ „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
✅ საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკის, საქართველოს და რუმინეთის სახელმწიფოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
✅ კონფერენციაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ:
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC - ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA - აკაკი ბერიძე, პრეზიდენტი).
✅ ორგანიზაცია IBDIPC-ის თავჯდომარემ, ზვიად ელიზიანმა პრეზენტაცია გამართა ქართული ადგილწარმოშობის პროდუქტების (Geographic Iindications) მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაციის და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმების შესახებ.
✅ კონფერენციაზე, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონში წარმოებული პროდუქტები.
✅ საქართველოს დელეგაციის მიერ, საგამოფენო კუთხე მოეწყო აჭარის ა.რ. წარმოებული სხვადასხვა ნატურალი პროდუქციით.
✅ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო - ვაჟა დავითაძის მარანი, შ.პ.ს. „ბალა ვილიჯი“ - ს მიერ წარმოებული ღვინო, კომპანია „კერკი“ - ს ჩირი, ჩურჩხელა, „ნინოს მშრალი ხილი“, შ.პ.ს. „ჯეოსოია“ - ს მიერ წარმოებული ტოფუ, შ.პ.ს. „სფაისი ჯორჯია“ - ს ტყემალი, საწებელი, აჯიკა, ჩაი - „ქართული არომატი“.
✅ კონფერენციის ფარგელბში დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი პროდუქტების საწარმოები და ტურისტული ლოკაციები დაათვალიერეს.
✅ აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო - „DOKA“ (თურქეთი) , ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი), საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი „ IBDIPC“ (საქართველო) - ის ორგანიზებით, მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ქ. ბათუმში გაიმართება.