მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა
🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“
პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც პროგრამის პირობებს დააკმაყოფილებენ მიიღებენ არნაკლებ 5 და არაუმეტეს 30 ფუტრკის ოჯახს, ხოლო კოოპერატივები არაუმეტეს 50 ფუტკრის ოჯახს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მეფუტკრე ფერმერებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 სკა, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების გამო ფუტკრის ოჯახების 50 % დაეღუპათ.
ერთი ფუტკრის ოჯახის შესაძენად აგროსერვის ცენტრის მიერ გასაცემი სუბსიდია შეადგენს 80 ლარს.
განცხადებების მიღება იწარმოებს აგროსერვის ცენტრში, 2022 წლის 1 აპრილამდე.