საგრანტო პროგრამა - "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა"
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა".
აგროსერვის ცენტრში "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო.
საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოვება/მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის ( "START - UP" ) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამა განხორციელდება აჭარის ა.რ. ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთისა).
განაცხადების მიღება იწარმოებს 1 მარტის ჩათვლით.
საკონტაქტო: 0422 27 64 65