2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა...
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების და შენიშვნების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარეები, ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელობა, შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და საინჟინრო-ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე განხილული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. რომელიც 12 მილიონ 756 ათას 34 ლარით განისაზღვრა. 4-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით სამინისტრო მომავალ წელს 20 პროგრამის დაფინანსებას გეგმავს.