მინისტრის შეხვედრა ა.მ.ა.გ-ების თავმჯდომარეებთან
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახლად ჩამოყალიბებულ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ამაგები) თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ.
შეხვედრაზე განიხილეს ამაგების შემდგომი განვითარების საკითხები.
სულ რეგიონში შექმნილია 45 ამაგი, მათ შორის 6 ამაგი ქედის მუნიციპალიტეტში, 13 ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 4 შუახევის მუნიციპალიტეტში, 15 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხულოს მუნიციპალიტეტში -7 ამაგი. ამაგებში 677 წევრია, რომელთაგან 432 კაცია და 245 ქალი. მათი საქმიანობის იურიდიული ფორმა არის ა(ა)იპ.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრისა და არასამთავრებო ორგანიზაცია დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები და ამაგების თავმჯდომარეების დაესწრო.