მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება
აგროსერვის ცენტრის მიერ ENPARD AJARA - სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში პროგრამის ფარგლებში შეძენელი იქნა 2 ცალი ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, რომელიც ჰიდროპონიკურ ანუ რწყვის ტექნოლოგიაზეა დაფუძვნებული. თითოეულში 98 სინია განთავსებული და კვირის განმავლობაში 350 კგ მარცვლეულის (ქერი, ხორბალი) დათესვაა შესაძლებელი. 1 კგ მარცვლეული ერთი კვირის შემდეგ 8 კგ მწვანე ჯეჯილის მასას იძლევა.აღნიშნული მეთოდით მიღებული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს მერძეული ფურისათვის საჭირო აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ( საკვებ ერთეულს, მონელებად პროტეინს, კაროტინს, კალციუმსა და ფოსფორს). ჯანსაღი საკვების დამზადება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ჰიდროპონიკაზე მოყვანილ მწვანე საკვებს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს თივა, ნამჯა სილოსი და სენაჟი. მერძეული პირუტყვის მწვანე მასით კვება კი უხეში საკვებით კვებასთან შედარებით 2 -ჯერ იაფი ჯდება, რძის მიღება კი 30 %-ით იზრდება.დანადგარს თავდაპირველად სადემონსტრაციო დატვირთვა ექნება, შემდეგ კი აღნიშნული დანადგარი მესაქონლე ფერმერებს გადაეცემათ