ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან ექსპორტზე დღეში 100 ტონამდე ციტრუსი გადის
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ციტრუსის მიღებისა და რეალიზაციის მონიტორინგის მიზნით ბათუმის ცენტრალურ ბაზარში იმყოფებოდნენ. როგორც ციტრუსის რეალიზატორები აცხადებენ ცენტრალური ბაზრიდან ექსპორტზე დღეში 100 ტონამდე ციტრუსი გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა პრობლემაა ადგილი სადაც ციტრუსს ღებულობენ. ტერიტორია არ არის საკმარისი ციტრუსის დღიური მიწოდების მობილიზების გასაკეთებლად, გარდა ამისა ის აფერხებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გამართულ მოძრაობასა და ანტისანიტარიის აღმოფხვრას. რასაც ციტრუსის რეალიზატორების მიერ მიღებული საჯარიმო სანქციებიც ემატება. პრობლემების გადასაჭრელად ისინი ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების სადგომის დროებით განთავისუფლებასა და იქ ციტრუსის მიმღები პუნქტების განთავსებას მოითხოვენ.
როგორც აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა გაარკვიეს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური უკვე განიხილავს ფარეხის ტერიტორიაზე ციტურისის მიმღები პუნქტების განსათავსებლად სპეციალური ადგილების გამოყოფას. პრობლემის მოგვარებით ბონი-გოროდოკის უბნის რწმუნებულიცაა დაინტერესებული.