„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა მარწყვის სათბურები მოინახულეს
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა კახაბრის უბანში არსებული მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოინახულეს. ისინი სათბურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ფერმერს მეურნეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები მიაწოდეს.
ფერმერმა გენო ძნელაძემ მარწყვის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო, რის გამოც პროდუქცია მას ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე მარწყვის ნერგები ყვავილობის პერიოდშია. ძნელაძეს მარწყვის ნარგავები ორ სათბურში აქვს გაშენებული, რომელთაგან ერთი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასათბურე კონსტურქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით შეიძინა. ფართობის მაქსიმალურდ გამოყენების მიზნით ფერმერი სათბურში სამ იარუსიანი სისტემისა და მორწყვის წვეთოვანი სისტემის მოწყობას გეგმავს. სასათბურე კონსტრუქცია თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.